Friday, November 18, 2011

პროექტის მთავარი თემა:  მოსწავლეების მიერ გიორგი   ლეონიძის შემოქმედებიდან კომპოზიტების ამოკრება, მოძიებული სიტყვებით კომპოზიტების ლექსიკონის ელექტრონული ვერსიის შექმნა.
პროექტის აქტუალობა:  მოსწავლეები წაიკითხავენ გ. ლეონიძის შემოქმედებას, ამოიწერენ კომპოზიტებს,შეიძენენ ლექსიკონის შედგენის გამოცდილებას.
პროექტის მიზნები: მოსწავლეები  გამოიკვლევენ, როგორ იქმნება სიტყვა,რა ტიპის კომპოზიტია, თუ შეხვედრიათ სხვაგან ეს სიტყვა. მოძიებული მასალით შეადგენენ კომპოზიტების ლექსიკონის ელექტრონულ ვერსიას. მოსწავლეები  ლეონიძის შემოქმედებიდან ამოკრებენ კომპოზიტებს, განსაზღვრავენ, უშუალოდ ავტორმა შექმნა იგი, თუ უბრალოდ  გამოიყენა.გააანალიზებენ, როგორ არის წარმოქმნილი სიტყვა და როგორ იწერება.
 მონაწილეთა ასაკი :     მე–7 კლასი
ვადები/ხანგრძლივობა:  5 თვე
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას: დისკუსიის გამართვა მოძიებულ მასალასთან დაკავშირებით, მოძიებული სიტყვების გამოყენებით ესეების შექმნა, სიტყვების გრამატიკული ანალიზი.
გიორგი ლეონიძის შემოქმედების,  მისი ლექსიკის გაცნობა,  ლექსიკური მარაგის გამდიდრება, კომპოზიტების მართლწერის შეისწავლა. ბლოგის შექმნა.
პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: გიორგი ლეონიძის შემოქმედება, კომპიუტერი, პროექტორი.
პროექტის მსვლელობა: აქტივობა 1.მოსწავლეთა ჯგუფებად დაყოფა. აქტივობა 2. ფუნქციებისა და მასალის განაწილება. აქტივობა 3. მოძიებულ კომპოზიტებზე მუშაობა, მათი მორფოლოგიური ანალიზი, სიტყვების განმარტება. აქტივობა 4. მოძიებული კომპოზიტების ანბანის მიხედვით დაწყობა. აქტივობა 5. ელექტრონული ლექსიკონის შექმნა. აქტივობა 6. ელექტრონული ლექსიკონის პრეზენტაცია.
საგნებთან კავშირი: ისტი(ლექსიკონის ელექტრონულ ვერსიაზე მუშაობისას, მასალის მოძიებისას, ლექსიკონის პრეზენტაციისას) ხელოვნება(ლექსიკონის ვიზუალურ მხარეზე მუშაობისას)
პროექტის ხელმძღვანელი:  მაია ყაზარაშვილი
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა maia1731@gmail.com
პროექტის ბლოგი:maia1731mblogspot.com